უნგრული უხა


მართალია, თევზის წვნიანი ჩვენში დიდი პოპულარობით არ სარგებლობს, მაგრამ ამ კერძის მომზადება ნამდვილად ღირს – სულ რაღაც ნახევარ საათში იოლი, სასარგებლო და გემრიელი სადილი გექნებათ 
მასალა:
400 გრ. ორაგულის ფილე, 4 საშუალო ზომის ბულგარული წიწაკა, 1 თავი ხახვი, 2 პამიდორი, 1 ს.კ. ტომატ პასტა, 2 კარტოფილი, მარილი, წითელი წიწაკა.

ხახვი დავჭრათ და ცოტაოდენ ცხიმში მოვშუშოთ დაჭრილ პამიდორთან, ბულგარულ წიწაკასთან და ტომატ პასტასთან ერთად. პარალელურად, ქვაბში ჩავასხათ წყალი და დავდგათ ცეცხლზე. მდუღარე წყალში ჩავყაროთ დაჭრილი კარტოფილი, მალევე დავუმატოთ თევზის დაჭრილი ფილე. როდესაც თევზი მოიხარშება, კერძს დავუმატოთ მოშუშული ბოსტნეული, მარილი, წითელი წიწაკა და რამდენიმე წუთში გადმოვდგათ ცეცხლიდან.

This entry was posted in თევზი და ზღვის პროდუქტები, წვნიანები and tagged , . Bookmark the permalink.

დატოვე კომენტარი