ომლეტი სატაცურით

მასალა:

1 კონა სატაცური
1 თავი ხახვი
3 კვერცხი
2 ს.კ. გახეხილი ყველი
მარილი
პილპილი
ზეთი ან კარაქი – შესაწვავად

მომზადება:

სატაცური გავრეცხოთ, უხეში ღეროები მოვაჭრათ. ტაფაზე დავასხათ ცოტაოდენი წყალი,  დავუმატოთ მარილი და შიგ ჩავაწყოთ სატაცური. რამდენიმე წუთის განმავლობაში ვადუღოთ,  რომ სატაცური გაითუთქოს. შემდეგ გადავიტანოთ საწურზე, წყალი გადავღვაროთ და ტაფა  დავაბრუნოთ გაზქურაზე. დავასხათ ზეთი ან კარაქი და მოვშუშოთ დაჭრილი ხახვი. ავთქვიფოთ  სამი კვერცხი, დავუმატოთ მარილი, პილპილი და დავასხათ უკვე მოშუშულ ხახვს. ომლეტი  თანაბრად შევწვათ და ფრთხილად გადავიტანოთ განიერ თეფშზე. ომლეტის შუაგულში მოვათავსოთ  სატაცური, გვერდები გადმოვუკეცოთ, მოვაყაროთ გახეხილი ყველი და მივიტანოთ სუფრაზე.  ძალიან უხდება არაჟანი.

This entry was posted in მეორე თავი კერძები, საუზმე and tagged , , , . Bookmark the permalink.

2 Responses to ომლეტი სატაცურით

  1. Agasfer ამბობს:

    პირველი კომენტარი :bis:

  2. Andy ამბობს:

    შრიფტი ცოტა პატარა არაა ?

დატოვე კომენტარი