ხაჭოს ტარტი

ძირი:

100 გრ კარაქი
75 გრ შაქარი
1 კვერცხი
1 ს.კ. კაკაო
1 შეკვრა ვანილი
250 გრ ფქვილი
მწიკვი მარილი

ხაჭოს მასა:

750 გრ ხაჭო
150 გრ შაქარი
100 გრ კარაქი
3 კვერცხი
ერთი შეკვრა ვანილი
ერთი შეკვრა ვანილის პუდინგის ფხვნილი
2 ს.კ. კაკაო
ნამცხვრის ძირისთვის – ყველა ინგრედიენტი აურიეთ, მოზილეთ ცომი,  გააკეთეთ გუნდა და 30 წუთით შედგით მაცივარში. კარაქი ან მარგარინი  ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს, არ დაადნოთ.
სანამ ცომი ისვენებს, ამასობაში აიღეთ ხაჭოს მასისთვის საჭირო ინგრედიენტები,  კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. კარაქი შაქართან ერთად გათქვიფეთ, სათითაოდ  დაუმატეთ კვერცხის გულები და ვანილი. დაუმატეთ ხაჭო, პუდინგის ფხვნილი  (თუ არ გაქვთ, უმაგისოდაც არაფერი დაშავდება), ცალკე ათქვეფილი ცილები.  კარგად აურიეთ, მერე ეს მასა გაყავით ორად, ერთ ნაწილს დაუმატეთ კაკაო. აირღუმელი გაახურეთ საშუალო ტემპერატურაზე (180გრადუსი).  საცხობ ფორმას ჩაუფინეთ წაუსვით კარაქი და მოაფრქვიეთ ფქვილი.  ცომი გამოიღეთ, გააბრტყელეთ ისე, რომ ფორმაში ჩაფენისას გვერდებიც ამოუყვანოთ.  ცომი დაჩხვლიტეთ ჩანგლით, მორიგეობით ჩაასხით შიგ ხაჭოს მასა – თეთრი და შავი.  შედგით ღუმლის შუა თაროზე და დაახლოებით 40-45 წუთის განმავლობაში აცხვეთ.

This entry was posted in ნამცხვრები and tagged , , . Bookmark the permalink.

დატოვე კომენტარი