პანაკოტა

პანაკოტა იტალიური დესერტია. ამ ეფექტური ნუგბარის მომზადება ადვილია, რაშიც  თავადაც დარწმუნდებით.

მასალა:

1 ლ. მაღალპროცენტიანი ნაღები (35%)
150 გრ. შაქარი
15 გრ. ჟელატინი
1 შეკვრა ვანილი

მომზადება:

ჟელატინს დაასხით იმდენი ცივი წყალი, რომ კარგად დაიფაროს და დატოვეთ  ოთახის ტემპერატურაზე ასაფუებლად. ამასობაში ნაღები ჩაასხით ქვაბში, დაუმატეთ შაქარი  და დადგით დაბალ ცეცხლზე. ურიეთ, რომ შაქარი კარგად გაიხსნას. მიიყვანეთ ადუღებამდე,  მაგრამ არ აადუღოთ. ქვაბი გადმოდგით გაზქურიდან და აცადეთ შეგრილება. უკვე დამბალი  ჟელატინი ძალიან დაბალ ცეცხლზე შეათბეთ, რომ ბოლომდე გაიხსნას. შეგრილებულ ნაღებიან  მასაში ჩაასხით იმავე ტემპერატურის ჟელატინი, ფრთხილად მოურიეთ, დაუმატეთ ვანილი.  მასა გადაანაწილეთ სასურველ ფორმებში და  5-6 საათით შედგით მაცივარში. სერვირების წინ  ჭურჭელი ჩაუშვით ცხელი წყლით სავსე თასში, რომ პანაკოტა ადვილად მოსცილდეს კედლებს და  ლამაზად გადმოაბრუნეთ თეფშზე. პანაკოტა შეგიძლიათ მორთოთ კარამელით, შოკოლადით,  ჯემით და ა.შ .

This entry was posted in დესერტი and tagged , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s