პაშტეტი


პაშტეტი სასარგებლო და, ამასთან, მარტივად მოსამზადებელი კერძია – გადაუსვით  გახუხულ პურს და დილის გემრიელი, ნოყიერი საუზმეც მზადაა!

მასალა:

600 გრ. ქათმის ღვიძლი, 1 სტაფილო, 1 ხახვი, 100 გრ. კარაქი, ზეთი – შესაწვავად, მარილი, ქონდარი, პილპილი.

ხახვი დავჭრათ, სტაფილო კი გავხეხოთ და ერთად მოვშუშოთ ზეთში. მოშუშული ბოსტნეული ამოვიღოთ და იმავე ტაფაში მოვშუშოთ ქათმის ღვიძლი, რომელსაც მომზადების პროცესის ბოლოს უნდა დავუმატოთ მარილი, პილპილი და ხმელი ქონდარი. ხორცსაკეპ მანქანაში (ან ბლენდერში) გავატაროთ მოშუშული ბოსტნეულიცა და ღვიძლიც, კარგად ავურიოთ, დავუმატოთ დარბილებული კარაქი. პაშტეტი გადავიტანოთ შესაფერის ჭურჭელში და შევინახოთ მაცივარში.

რჩევა: ღვიძლს თუ რამდენიმე საათით წინასწარ ჩაალბობთ რძეში (რომელიც შემდეგ უნდა გადაღვაროთ), პაშტეტი უფრო ნაზი და გემრიელი გამოვა.
პაშტეტი შეგიძლიათ საქონლის ან ღორის ღვიძლისგანაც მოამზადოთ, მაგრამ უფრო მუქი გამოვა და სტრუქტურაც უფრო უხეში ექნება.
ქათმის ღვიძლი თავდახურულ ტაფაში, საშუალო ცეცხლზე შუშეთ, მაგრამ დიდხანს არ დატოვოთ – მის მოსამზადებლად დაახლოებით 10 წუთი სრულიად საკმარისია.

This entry was posted in აპეტაიზერები and tagged , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s