ტირამისუ – ისტორია და რეცეპტი

ყველამ იცის ცნობილი იტალიური დესერტი ტირამისუ, მაგრამ მისი წარმოშობის ამბავი ალბათ ბევრს არ სმენია. მის შესახებ მრავალი ლეგენდა არსებობს, ერთ-ერთი ვერსიით, XVII საუკუნეში ეს დესერტი პირველად ქალაქ სიენაში მომზადდა ტოსკანის

დიდი ჰერცოგის – კოზიმო დე მედიჩის სტუმრობის პატივსაცემად, რომელიც ტკბილეულის დიდი მოყვარული გახლდათ. ჰერცოგი მოიხიბლა ნუგბარით და მას სასწრაფოდ zuppa del duca (ჰერცოგის სუპი) დაარქვა.
რეცეპტმა ბოლოს ფლორენციამდეც მიაღწია, სადაც იმ დროს თავს იყრიდა მსფოლიო კულტურის ელიტა. ტირამისუ იქცა მეფის კარის საყვარელ ჩაროზად და ვინაიდან მას აფროდიზიაკად თვლიდნენ (მიაწერდნენ აღმგზნებ მოქმედებას) – ამის გამო მეფის კარისკაცები ყოველი სასიყვარული პაემნის წინ zupa del duca-თი იტკბარუნებდნენ პირს. რეცეპტმა ფლორენციიდან ვენეციაში ჩააღწია, სადაც მას ტირამისუ შეერქვა (იტალიურიდან ითარგმნება, როგორც ,,ამიტაცე”) და იქიდან გავრცელდა მთელ მსოფლიოში.

შემოგთავაზებთ ტირამისუს ტრადიციულ რეცეპტს

საჭირო პროდუქტებია:
500 გ. მასკარპონე (შეგვიძლია შევცვალოთ ნებისმიერი ნაღების მდნარი ყველით)
100 გ. შაქრის პუდრა
4 კვერცხი
250 გ. ჰაეროვანი ბისკვიტის ორცხობილა სავოიარდი, იგივე ქალის თითები
1 ჭიქა მგარი ყავა ესპრესო (ან ხსნადი ყავა)
1 ჭიქა ღვინო მარსალა ან კონიაკი ან ყავის ლიქიორი
კაკაოს ფხვნილი – ზემოდან მოსაყრელად

მომზადება:
კვერცხის ცილები და გულები გავაცალკევოთ.
კვერცხის გულები და შაქარი კარგად გავთქვიფოთ.
ხის კოვზით ავზილოთ მასკარპონე და დავუმატოთ კვერცხისა და შაქრის ნაზავი.
ცალკე კარგად გავთქვიფოთ კვერცხის ცილა, სანამ თეთრ ჰაეროვან მასად არ იქცევა და დავუმატოთ მომზადებულ მასას.

ალკოჰოლური სასმელი და ყავა ერთმანეთში ავურიოთ, შიგ ამოვავლოთ ორცხობილას ნაჭრები და დავალაგოთ ერთ ფენად. ზემოდან გადავუსვათ მომზადებული კრემი და ასე გავაგრძელოთ ბოლომდე. ბოლო ფენას წავუსვათ კრემი და მოვაყაროთ კაკაოს ფხვნილი. მომზადებული დესერტი შევდგათ მაცივარში 6-7 საათით.

შეგვიძლია მასკარპონეს ნაცვლად ვიხმაროთ ნაღების ყველი ფილადელფია ან ნადუღისა და მაღალპროცენტიანი ნაღების ნარევი.

This entry was posted in გემრიელი ისტორიები, დესერტი and tagged , , , . Bookmark the permalink.

One Response to ტირამისუ – ისტორია და რეცეპტი

  1. mmmmmm… dzalian gemrielobaa :*:*:*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s