ხორცი ტკბილ-მჟავე სოუსში

ამ ორიგინალური კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი
მასალა:
500 გ ღორის ხორცი
1 ტკბილი წიწაკა
1 ფორთოხალი
1 ხახვი
65 გრ სახამებელი
3 ს.კ. ძმარი
4 ს.კ. შაქარი
4 ს.კ. კეჩუპი
ზეთი – შესაწვავად.
მომზადება:
ხორცი გავრეცხოთ და შევაშროთ. დავჭრათ წვრილად, მოვაყაროთ სახამებლის ნაწილი. თითოეული ნაჭერი კარგად უნდა ამოევლოს სახამებელში.

სქელძირიან ქვაბში ჩავასხათ ბლომად ზეთი. რომ ადუღდება, ჩავყაროთ შიგ ხორცის ნაჭრები. უმჯობესია, ორ-სამ წყებად თუ შეწვავთ, რომ ერთმანეთს არ მიეკროს. შემწვარი ხორცი გადმოვიღოთ სამზარეულოს ხელსახოცზე ან საწურზე, რომ ზედმეტი ცხიმისგან დაიწრიტოს.

ცალკე 2 ს.კ. ზეთში ოდნავ მოვშუშოთ მსხვილად დაჭრილი წიწაკა და ხახვი. დავამატოთ ძმარი, შაქარი, კეჩუპი და ვურიოთ, რომ სოუსი ერთგვაროვანი გახდეს. დავამატოთ შემწვარი ხორცის ნაჭრები, დავტოვოთ კიდევ რამდენიმე წუთის განმავლობაში. 5 სუფრის კოვზ წყალში გავხსნათ 2 ს.კ. სახამებელი და მოშუშვის პროცესში დავუმატოთ კერძს. ბოლოს ჩავყაროთ გაფცქვნილი და მსხვილად დაჭრილი ფორთოხალი და ცეცხლიდან გადმოვდგათ.
ამ კერძს გარნირად უხდება მოხარშული ბრინჯი.

რჩევა:ამ რეცეპტში ღორის ხორცის ნაცვლად შეგიძლიათ ქათმის ფილე გამოიყენოთ.

This entry was posted in მეორე თავი კერძები and tagged , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s