არომატული ნამცხვარი

ამ, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივ ნამცხვარს განუმეორებელ სურნელსა და გემოს ანიჭებს სანელებლები: ილი და ჯავზი.

მასალა:

1,5 ჭიქა შაქარი
2 ჭიქა ფქვილი
4 კვერცხი
200 გრ მარგარინი
1 ჭიქა მაწონი
1/2 ჩ.კ. სოდა
1 შეკვრა ვანილი
2 ს.კ. კაკაო
1/2 ჩ.კ. ჯავზი
1/2 ჩ.კ. ილი
მარგარინი გაალღვეთ და ათქვიფეთ შაქართან ერთად. სათითაოდ დაუმატეთ კვერცხები. სოდა კარგად გახსენით მაწონში და მხოლოდ ამის შემდეგ დაუმატეთ ასათქვეფ მასას. ნელ-ნელა ჩააყარეთ ფქვილი. ბოლოს დაუმატეთ ვანილი, კაკაო, ახალგახეხილი ჯავზი (მუსკატის კაკალი) და ილი (კარდამონი). საცხობ ფორმას წაუსვით მარგარინი, მოაფრქვიეთ ფქვილი, ჩაასხით ცომი და შედგით წინასწარ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში. აცხვეთ დაახლოებით 30-35 წუთის განმავლობაში. მზა ნამცხვარს შეგიძლიათ მოასხათ შოკოლადის მინანაქარი ან მოაყაროთ შაქრის პუდრა.

This entry was posted in ნამცხვრები and tagged , , , . Bookmark the permalink.

დატოვე კომენტარი