ოსპის კრემ-სუპი ხორცით

ოსპი ძალიან სასარგებლო და გემრიელი პროდუქტია. საქართველოში ადრე ძალზე გავრცელებული იყო, ახლა კი ჩვენთან  იშვიათად თუ ამზადებს ვინმე მისგან კერძს. შეიტანეთ ოსპი რაციონში, ჩვენ კი მარტივად მოსამზადებელ რეცეპტებს გაგიზიარებთ
მასალა:
1 კგ საქონლის რბილი ხორცი
2 თავი ხახვი
1 თავი სტაფილო
4-5 კარტოფილი
1 ჭიქა წითელი ოსპი
ნიახური
ნიორი
მარილი
პაპრიკა
დაფნის ფოთოლი

მომზადება:

ხორცი გავრეცხოთ და მთლიანად, დაუჭრელად ჩავდოთ ქვაბში. ხორცთან ერთად ჩავდოთ 1 თავი გაფცქვნილი ხახვი, 1 გასუფთავებული სტაფილო, რამდენიმე ღერი ნიახური, დაფნის ფოთოლი. დავასხათ წყალი და დავდგათ მოსახარშად. ქაფს რომ მოიგდებს, მოვხადოთ. ამასობაში გავთალოთ კარტოფილი და ოსპს გადავავლოთ წყალი. მოხარშული ხორცი ამოვიღოთ ლანგარზე, ვაცადოთ შეგრილება და დავჭრათ. ბულიონში ჩახარშული ხახვი, სტაფილო, ნიახური, დაფნის ფოთოლიც ამოვიღოთ და გადავაგდოთ. ბულიონი არ გადმოვდგათ, მდუღარეშივე ჩავყაროთ დაჭრილი კარტოფილი და ოსპი. დაახლოებით 20 წუთში, რომ მოიხარშება, დავაბლენდეროთ. დავამატოთ მარილი, პაპრიკა, 1 კბილი დაჭყლეტილი ნიორი და დაჭრილი ხორცი.

This entry was posted in წვნიანები and tagged , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s