ლორის რულეტები


ამ რულეტებისთვის საჭიროა თხლად დაჭრილი, მრგვალი ფორმის ლორის ნაჭრები, ნაკლებმარილიანი გახეხილი ყველი, 1-2 კბილი დაჭყლეტილი ნიორი (გააჩნია, რამდენად მძაფრად გინდათ იგრძნობოდეს ნივრის გემო) და ცოტაოდენი მაიონეზი. ამ ინგრედიენტებს ერთმანეთში აურევთ, დადებთ ლორის ნაჭრებზე და ლამაზად გადაახვევთ. შეგიძლიათ მორთოთ მწვანილით, ზეთისხილით, ლიმონის, წიწაკის ან პამიდვრის ნაჭრებით.

This entry was posted in აპეტაიზერები and tagged , . Bookmark the permalink.

დატოვე კომენტარი