რიზოტო

რიზოტო იტალიური კერძია, რომელიც ბრინჯისგან მზადდება და მისი უამრავი ვარიანტი არსებობს. დღეს სოკოს რიზოტოს რეცეპტს შემოგთავაზებთ.

მასალა:

1 ჭიქა გრძელი ბრინჯი
1 თავი ხახვი
1 ქილა დაკონსერვებული  ან 300 გრამი ახალი სოკო
გახეხილი ყველი პარმეზანი
ზეთი
მარილი, პილპილი, სანელებლები – გემოვნებით

მომზადება:

გავრეცხოთ და საწურზე გადავიტანოთ ბრინჯი, რომ წყლისგან დაიწრიტოს. გავრეცხოთ და დავჭრათ სოკო. თუ კონსრევს ვიყენებთ, მაშინ გავხსნათ და საწურზე დავტოვოთ.  დავჭრათ ხახვი, ქვაბში ჩავასხათ ზეთი და  მოვშუშოთ ხახვი. ფერს რომ შეიცვლის, დავამატოთ წინასწარ გახსნილი და სითხისგან დაწრეტილი სოკო. გავაგრძელოთ შუშვა. რამდენიმე წუთის შემდეგ დავუმატოთ ბრინჯი და კარგად ამოვურიოთ, რომ სითხე შეიშროს და ბრინჯის მარცვლებიც ოდნავ მოიშუშოს. სანამ ბოსტნეული მზადდება, სასურველია, ცეცხლზე შემოვდგათ ჩაიდანი, რომ რიზოტოს ცხელი წყალი დავასხათ – ასე კერძი უფრო მალე მომზადდება და არც სასარგებლო ვიტამინებს დაკარგავს. როდესაც შეატყობთ, რომ ქვაბში სითხემ იკლო, დაასხით გამოყენებულ ბრინჯზე ორჯერ მეტი წყალი. მაგალითად, თუ ბრინჯი 1 ჭიქაა, მაშინ წყალი 2 ჭიქა (უკეთესია ოდნავ მეტიც) უნდა იყოს. წყალშივე ჩაყარეთ ცოტა მარილი. დაუწიეთ ცეცხლს, ქვაბს დაახურეთ თავზე და ასე ხარშეთ. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ გასინჯეთ ბრინჯი, ის ფაქტობრივად მზად უნდა იყოს. თუ აკლია მოხარშვა, მაშინ რამდენიმე წუთი კიდევ დატოვეთ ცეცხლზე. ბოლოს  ქვაბი გადმოდგით, კერძს მოაყარეთ პილპილი, მარილი (თუ აკლია), სურვილისამებრ, ძირა ან ინდური სანელებელი ქარი. დაახურეთ მჭიდროდ და დადგით ცოტა ხანს, რომ ბრინჯმა სითხე მთლიანად შეიწოვოს და ფანტია დარჩეს. მზა რიზოტოს შეგიძლიათ მოაყაროთ გახეხილი ყველი.

This entry was posted in მეორე თავი კერძები and tagged , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s