ბროკოლის მობრაწულა


მასალა:
1 თავი ბროკოლი 
5-6 კარტოფილი
2 სხვადასხვა ფერის ბულგარული წიწაკა
2 კბილი ნიორი
7-8 კვერცხი
200 გრ. გახეხილი ყველი
კარაქი
მარილი
პილპილი.

კარტოფილი გავრეცხოთ, კანიანად დავდგათ მოსახარშად, ოღონდ ნახევრად უნდა მოვხარშოთ (დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში). ბროკოლი დავანაწევროთ ყვავილედებად, ბულგარული წიწაკა დავჭრათ. ნახევრად მოხარშული კარტოფილი გავფცქვნათ და თხელ რგოლებად დავჭრათ. საცხობ ფორმას ძირსა და გვერდებზე წავუსვათ დაჭყლეტილ ნიორში არეული კარაქი, პირველ ფენად დავალაგოთ დაჭრილი კარტოფილი, მოვაყაროთ მარილი, პილპილი.
მეორე ფენად დავაწყოთ ბროკოლი და წიწაკა, შემდეგ ისევ კარტოფილი, მოვაყაროთ ზემოდან მარილი და პილპილი, მოვასხათ ათქვეფილი კვერცხი და შევდგათ გახურებულ ღუმელში გამოსაცხობად.
დაახლოებით 15-20 წუთის შემდეგ, კვერცხი რომ უკვე შეკვრას დაიწყებს, მოვაყაროთ გახეხილი ყველი და კიდევ 10 წუთით დავტოვოთ ღუმელში.
მზა მობრაწულა ოდნავ შევაგრილოთ და ტორტივით დავჭრათ. სოუსად შეგიძლიათ ტყემალი, მაწონი, მაიონეზი ან კეტჩუპი გამოიყენოთ.

This entry was posted in მეორე თავი კერძები and tagged , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s