მიკროტალღური ღუმელი

მიკროტალღური ღუმელი პირველად წარმოადგენდა დამხმარე საყოფაცხოვრებო ექსპერიმენტალურ ტექნოლოგიას. 1946 წელს კორპორაცია Raytheon-ის ინჟინერმა პერსი სპენსერმა პირველად გამოსცადა მიკროტალღური ღუმელი, რომელსაც იმ პერიოდში უწოდებდნენ მაგნეტრონს. ამ ელექტრო მოწყობილობის ტესტირების დროს, დოქტორმა პერსიმ აღმოაჩინა, რომ მისი პალტოს ჯიბეში კანფეტი გალღვა. ცნობისმოყვარეობით შეპყრობილმა მეცნიერმა მაგნეტრონის მილაკთან ბატიბუტის სიმინდის რამდენიმე მარცვალი მოათავსა და ისინი შეიწვა!
მეორე დღეს პერსი კოლეგასთან ერთად დააკვირდა ხელსაწყოს ეფექტს კვერცხთან მიმართებაში. მაგნეტრონის მოქმედების შედეგად კვერცხი გასკდა და დამკვირვებლებს სახეში შეეყარა. სპენსერმა შექმნა დამცავი არე, რითაც აამაღლა მაგნიტური მოწყობილობის ხარისხი. ამ საოცარ ყუთში მოთავსებული საკვები ძალიან მოკლე დროში აღწევდა მაღალ ტემპერატურას. აქედან დაედო დასაბამი მიკროტალღური ღუმლების მრავალმილიონიან ბიზნესს.
Raytheon-მა სწრაფად დაიწყო განვითარება. პირველი კომერციული პროდუქტი 1947 წელს, ბოსტონის რესტორნის სამზარეულოში გამოსცადეს. მიკროტალღური ღუმლის პირველი ნიმუშები იყო 1.8 მ სიმაღლის, იწონიდა 1.5 ტონას და ღირდა 1000 დოლარი. თავდაპირველად მაგნეტრონის გაგრილება წარმოებდა წყლის საშუალებით, მაგრამ მალე გამოჩნდა უფრო დახვეწილი ნიმუშები, რომლებიც ჰაერის საშუალებით გრილდებოდა – ეს გახლდათ თანამედროვე სამზარეულოს მიკროტალღური ღუმლის ნამდვილი აღიარება. მასში საკვები უმცირეს დროში ცხელდებოდა და ამან განაპირობა მისი პოპულარობა, უპირველეს ყოვლისა, მუდმივად მოუცლელ ბიზნესმენებში.
ახალი გამოგონება პოპულარული გახდა სრულიად სხვა მიმართულებითაც, კერძოდ, ყავის, ტყავისა და საცობის წარმოებაში, რაც მოითხოვს პროდუქტის გათბობასა და გაშრობას. თანდათანობით შემცირდა ღუმლის ზომებიც და მაცივრის ზომიდან მომცრო ფორმებამდე ჩამოვიდა. შემდგომ გაჩნდა იდეა, რომელიც ზრდიდა ხელსაწყოს ელექტროუსაფრთხოებას. 70-იან წლებში მიკროტალღურმა ღუმელმა დაუჯერებელ წარმატებას მიაღწია, თუმცა არანაკლებ გაიზარდა მითები მისი საზიანო თვისებების შესახებ. მყიდველებს ეშინოდათ, რომ ახალი გამოგონება შესაძლოა გამხდარიყო იმპოტენციისა და სიბრმავის მიზეზი, ანდა გამოეწვია რადიაქტიული დასხივება, თუმცა თანდათან ყოველგვარი შიში გაქრა, ვინაიდან არ დაფიქსირებულა მიკროტალღური ღუმლისაგან გამოწვეული ავადმყოფობის არც ერთი შემთხვევა.
1975 წელს მიკროტალღური ღუმლების გაყიდვამ საგრძნობლად გადააჭარბა გაზქურების რეალიზაციას. იაპონურ ოჯახებში გაცილებით მეტი მოთხოვნილება იყო ამ მოწყობილობაზე, ვიდრე ამერიკაში. 1976 წლიდან კი ღუმელმა ამერიკის სამზარეულოებში პოპულარობით გაუსწრო ჭურჭლის სარეცხ მანქანას და ამერიკული ოჯახების 60%-ის აუცილებელ ატრიბუტად გადაიქცა. თუ მიკროტალღური ღუმელს თავიდან ფუფუნების საგნად აღიქვამდნენ, დღეს უკვე, თანამედროვე ცხოვრების ჩქარი ტემპიდან გამომდინარე, ნებისმიერ ოჯახში დგება მისი აუცილებლობის საკითხი.

This entry was posted in გემრიელი ისტორიები. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s