ჩაი

ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ოდესღაც ჩინეთში ცხოვრობდა ბუდას მიმდევარი ბრძენი ბერი დარამა. იგი მთელ დღეებს ლოცვაში ატარებდა. ერთხელ დარამას ბუდა ესიზმრა

 
და ამით გაოცებულმა და აღფრთოვანებულმა ბერმა პირობა დადო, რომ დღე და ღამე თვალმოუხუჭავად ილოცებდა. ამ აღთქმის შესრულება დარამამ ვერ შეძლო – ერთხელაც თავი ვეღარ შეიკავა და ჩაეძინა. როდესაც გაიღვიძა, მიხვდა, რომ დაარღვია თავისი პირობა, ყველაფერში დამნაშავე კი მისი ქუთუთოები იყო… ბერმა მოიჭრა ქუთუთოები და მიწაზე დაყარა. გაზაფხულზე იმ ადგილას ბუჩქი ამოვიდა, რომლის ფოთლებსაც საოცარი თვისება ჰქონდა – ძილს აფრთხობდა. ასე გაჩნდა ქვეყნად ჩაი. მისი სამშობლო ჩინეთია და ამ საოცარ სასმელს ჯერ კიდევ 5000 წლის წინ მიირთმევდნენ ჩინეთის მკვიდრნი.

ათასწლეულების მანძილზე ჩაი ცნობილი იყო მხოლოდ აზიაში, ევროპაში კი XVI საუკუნეში შემოვიდა.
დღესდღეობით… ჩაის ყველაზე დიდ მწარმოებლებად ითვლებიან ჩინეთი, ინდოეთი და შრი-ლანკა. ჩაის მრავალი სახეობა არსებობს – შავი, თეთრი, წითელი, ყვითელი, მწვანე. მათ დამუშავების ტექნოლოგიისა და ხარისხის მიხედვითაც განასხვავებენ. პოპულარულია ასევე ჩაი სხვადასხვა დანამატებით, მაგალითად – ჟასმინით, ვარდით, მანგოთი და სხვა. ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხის სახეობად ითვლება ბაიხის ჩაი, რომლის შემადგენელი კომპონენტი უმეტესად ტიპსი ანუ ბუსუსებიანი კვირტია. შავ და მწვანე ჩაის ზუსტად ერთი და იმავე ბუჩქიდან კრეფენ, შავ ჩაის დამუშავების შედეგად იღებენ, მწვანე ჩაი კი უფრო ნაკლებ დამუშავებას საჭიროებს და, შესაბამისად, უფრო მეტად ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს. მწვანე ჩაი ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს ისეთ დაავადებათა წინააღმდეგ, როგორიცაა ღვიძლის ქრონიკული ანთება, დიზენტერია, მაღალი არტერიული წნევა. ეს სასმელი დადებითად მოქმედებს სისხლმბად ორგანოებზე და გამოიყენება როგორც ანტიდეპრესანტი. მართალია, დღეს პაკეტებში დაფასოებული ჩაი უფრო პოპულარული და ხელმისაწვდომია, მაგრამ ამ ჯადოსნური სასმელის განუმეორებლი არომატის შესაგრძნობად უმჯობესია, დასაყენებელი ჩაი შეიძინოთ.

გთავაზობთ ჩაის მომზადების რამდენიმე ვარიანტს:
1. ფაიფურის ჩაიდანს 2-3 –ჯერ გამოვავლოთ მდუღარე წყალი, შემდეგ ჩავყაროთ შავი ჩაი (1 ჭიქაზე გათვალეთ 1 ჩაის კოვზი ჩაი) და დავასხათ იმდენი ადუღებული წყალი, რომ ჩაი დაფაროს, დავაფაროთ საფარებელი, შევფუთოთ ტილოში და 5-6 წუთი გავაჩეროთ. შემდეგ ჩაიდანი გადავავსოთ ცხელი წყლით, კიდევ დავაყოვნოთ 3 წუთი და ჩამოვასხათ ჭიქებში.

2. მეტალის ჩაიდანში ჩავასხათ 4-5 ჭიქა წყალი, ჩავაგდოთ ორი ცალი შაქრის ნატეხი და როგორც კი ადუღდება, დავუმატოთ 4-5 ჩაის კოვზი ჩაი, გადმოვდგათ ცეცხლიდან და 5 წუთის მერე მივირთვათ.

რამდენიმე რჩევა ჩაის მოყვარულთათვის:

*არ შეიძლება ჩაი მოვამზადოთ ხელმეორედ ადუღებული წყლით, ასევე არ არის რეკომენდებული დაყენებული ჩაის თავიდან ადუღება, ასე მას ეკარგება გემოც, არომატიც და სასარგებლო თვისებებიც.
*არ შეიძლება დაყენებული ჩაის დაყოვნება დიდი ხნით, 1-2 საათის შემდეგ იგი გამოყოფს ტოქსინებს, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე.
*სასიამოვნო არომატისთვის ჩაის დაყენებისას შეგვიძლია დავუმატოთ 1-2 ცალი მიხაკი ან დარიჩინის ნატეხი.
*თუ ყოველდღე 2 ჭიქა მწვანე ჩაის მივირთმევთ, საიმედოდ დავიცავთ თავს რადიაციისგან. ეს სასმელი წონასთან ბრძოლის ეფექტური საშუალებაცაა.
*ამერიკელი დიეტოლოგები ირწმუნებიან, რომ ჩაი ლიმონითა და შაქრით უკეთესად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე.

This entry was posted in გემრიელი ისტორიები, კულინარის ცნობარი and tagged , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s