ჯანჯაფილი

ჯანჯაფილი, კოჭა – (ლათ. Zingiber)

მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე. ევროპაში გავრცელდა სამხრეთ აზიიდან, ხარობს ჩინეთში, ინდოეთში, ავსტრალიაში, დასავლეთ აფრიკაში, იამაიკაში, ინდონეზიასა და ბარბადოსზე. მისი სახელწოდება წარმოშობილია სიტყვიდან „სინგაბერა“, რაც „რქიან ფესვს” ნიშნავს. მცენარის ფესვს იყენებენ როგორც სანელებელს. ასევე გამოიყენება მედიცინასა და ფარმაკოლოგიაში, იგი წარმოადგენს საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების, ართრიტების, ნივთიერებათა ცვლის მოშლისა და ათეროსკლეროზის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურ საშუალებას. საუკუნეთა განმავლობაში იგი ითვლებოდა ერთ-ერთ უპირველეს საშუალებად შავი ჭირის პროფილაქტიკისათვის.კულინარიაში ფართოდ მოიხმარენ მის ფესვს როგორც ნედლ, ასევე გამშრალ მდგომარეობაში.ამშრალ, დაფქვილ კოჭას უმატებენ საკონდიტრო ნაწარმს, მურაბებს, სხვადასხვა სახის სასმელებსა თუ თევზისა და ხორცისგან მომზადებულ კერძებს. აზიის ქვეყნებში კანსაკუთრებით პოპულარულია კოჭას უმად გამოყენება, მარინადში ჩადებული მისი ფესვი სუშის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია.

This entry was posted in კულინარის ცნობარი and tagged , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s