პიცის ისტორია

ჯერ კიდევ 1835 წელს ალექსანდრე დიუმა წერდა, რომ პიცა – ეს იტალიელთა სიბრძნისა და მოხერხებულობის ერთგვარი ნაზავია – ცალ-ცალკე პურის პატარა ნაჭრით, პამიდვრით, ნივრით, ზეთითა და მომცრო თევზით ადამიანი ვერ დანაყრდება, მაგრამ ამ ყველაფერს თუ ერთად მოუყრი თავს, დანაყრდები კიდეც და დიდ სიამოვნებასაც მიიღებ. დღეს ჩვენ სწორედ იტალიის ერთგვარ სავიზიტო ბარათზე, პიცაზე გვექნება საუბარი. იყო დრო, როცა მას ამრეზით უყურებდნენ და ღარიბთა საჭმელს უწოდებდნენ. მართლაც, ნეაპოლელი გლეხების იდეას, წინა დღით მორჩენილი ნასუფრალი ცომთან ერთად გამოეცხოთ – დიდი დრო დაჭირდა არისტოკრატთა აღიარებამდე, მაგრამ ეს მოლოდინი ნამდვილად ღირდა, დღეს პიცა ალბათ ყველაზე ცნობილი და პოპულარული საჭმელია დედამიწის ზურგზე.
ამბობენ, რომ შორეულ 1772 წელს სიცილიის მეფე ფერდინანდ I-მა არად ჩააგდო საკუთარი წარმომავლობა და სახელგანთქმულ ნეაპოლელ პიცაიოლას (ანუ პიცის მცხობელს), ანტონიო ტესტას ეწვია. მეფე გააოგნა პიცის მრავალფეროვნებამ და მისი დამზადების უზადო ტექნიკამ, მაგრამ დედოფალი, ტრადიციულად თვლიდა რა პიცას მდაბიოთა საჭმელად, წინ აღუდგა მეფეს და ამგვარად, ამ კერძის სამეფო კარზე მოხვედრის პირველი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.
გავიდა წლები და ფერდინანდ II-მ, რომელიც მისი წინაპარივით დიდი გურმანი გახლდათ, სამეფო კარისა და პიცის დაპირისპირება ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გადაწყვიტა.
დღესდღეობით პიცის უამრავი ნაირსახეობა არსებობს, მაგრამ მათგან ყველაზე ცნობილია ,,მარგარიტა”, რომელიც, გადმოცემით, იტალიის მეფე უმბერტო I-ის მეუღლის, დედოფალ მარგარიტას პატივსაცემად შეიქმნა და იტალიის დროშის მსგავსად წითელ (პამიდორი), თეთრ (ყველი) და მწვანე (ბაზილიკი) ფერებში იყო გადაწყვეტილი.

This entry was posted in გემრიელი ისტორიები and tagged , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s