მსხალი ღვინოში

ამ არომატული დესერტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:


2 ლ. შავი მშრალი ღვინო
10 ცალი მკვრივი, მაგარი ჯიშის მსხალი (სასურველია პატარა ზომის)
1 ფორთოხლის ცედრა
2 ჭიქა შაქარი
1 ღერი დარიჩინი
6 ცალი მიხაკი
დანის წვერით ვანილი

მომზადება:

მსხლები გავფცქვნათ და ყუნწები დავუტოვოთ.
ღვინო ჩავასხათ მოზრდილ ქვაბში, დავუმატოთ შაქარი, სანელებლები და მოვადუღოთ. ადუღებულ ღვინოში ჩავაწყოთ მსხლები ყუნწით ზევით და ვხარშოთ მანამ, სანამ მსხალი არ კარგად დარბილდება და ღვინო არ გაუჯდება. ამის შემდეგ მსხლები ამოვიღოთ ლანგარზე და ღვინო ვადუღოთ კიდევ 5 წუთის განმავლობაში, ხოლო შემდეგ ლანგარზე ამოღებულ მსხლებს მოვასხათ. მსხალი მივირთვათ გათქვეფილ ნაღებთან ან ნაყინთან ერთად. სუფრასთან მიტანის წინ მოვრთოთ დაჭრილი ნუშითა და პიტნის ფოთლებით.

რჩევა: თეთრი შაქრის ნაცვლად შეიძლება გამოიყენოთ ყავისფერი შაქარიც, რომელიც თავის განუმეორებელ არომატს შესძენს მსხალს.

This entry was posted in დესერტი and tagged , , . Bookmark the permalink.

One Response to მსხალი ღვინოში

  1. Agasfer says:

    რა მაგარია ))) მეც გავაკეთებ ))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s