კეშიუ

კეშიუ თხილის სახეობაა, რომელიც პირველად ამაზონის ნაპირებზე აღმოაჩინეს, შემდეგ კი სხვა ტროპიკულ ქვეყნებშიც მოაშენეს. მას სხვადასხვა ენაზე მოიხსენიებენ, როგორც კაჟუ, აკაჟუ, აღმოსავლური ანაკარდიუმი და სხვა. XVI საუკუნემდე იგი ძირითადად ბრაზილიაში, მექსიკასა და პერუში იზრდებოდა. შემდეგ პორტუგალიელმა მისიონერებმა კეშიუ ინდოეთში შეიტანეს. იქ მცენარემ ყოველგვარი

ხელშეწყობის გარეშე იხარა და კარგად მოერგო ინდოეთის ჰავას. კეშიუ სითბოს მოყვარული ხეა და 6-7 მეტრამდე იზრდება. კლიმატის მიხედვით იგი წელიწადში 1-2 მოსავალს იძლევა. ადრე მას მდიდართა ნუგბარად თვლიდნენ, რადგან მისი ნაჭუჭიდან გამორჩევა რთული იყო. თესლის გარშემო გარსი შეიცავს ცხიმს, რომელიც კანს აღიზიანებს. ამიტომ იგი ყოველთვის გარჩეული იყიდება. საინტერესოა, რომ კეშიუ მხოლოდ მოხალვის შემდეგ გემოს იძენს. კეშიუ შედგება ორი ნაწილისგან – თავად კაკლისა და ე.წ. კეშიუს ვაშლისგან, რომელსაც მოგრძო ფორმა და მოყვითალო ფერი აქვს. საკვებად ორივე ნაწილი ვარგისია. თხილი უფრო გავრცელებული პრდუქტია, ხოლო კეშიუს ვაშლი კი ერთ-ერთ ძვირფას ტროპიკულ ხილად ითვლება. კეშიუს მონათესავე მცენარეებად მიიჩნევა: მანგო, ბუსტუღის ნუში (იგივე ფსტა)და ხახვის ხე.

This entry was posted in კულინარის ცნობარი and tagged , . Bookmark the permalink.

3 Responses to კეშიუ

  1. Andy says:

    გუდვილში ვიყიდე ზუსტად ეს Ritter Sport – ი http://candyholic.com/wp-content/images/ritter-sport-cashew-in-Alpenmilch.jpg დამაინტერესა შეფუთვაზე არც მიწის თხილია არც ფისტაშკი.

    აი ძალიან ნაზი თხილია , პირში დნება , მიწის თხილივით კაი კნატუნი არ უნდა🙂
    ახლა ვნახე ზუსტად რა იყო და რა ერქვა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s