პიერ ერმე- საკონდიტრო ხელოვნების პიკასო

თუ თქვენ ტკბილეულის მოყვარული ხართ, ერთხელ მაინც გექნებათ გაგონილი პიერ ერმეს (Pierre Hermé) სახელი, რომელსაც ამერიკულმა პრესამ “საკონდიტრო ხელოვნების პიკასო” უწოდა.

პიერ ერმე 1961 წლის 20 ნოემბერს, კოლმარში, კონდიტერების ოჯახში დაიბადა. ალზასელი კონდიტერების მეოთხე თაობის მემკვიდრისთვის ალბათ ძნელიც იყო ამ პროფესიისთვის გვერდის ავლა. პიერმა თავისი კარიერა 1975 წელს, თოთხმეტი წლის ასაკში დაიწყო ცნობილ კონდიტერ გასტონ ლენოტრთან. 1986 წელს, ათწლიანი სწავლის შემდეგ, როცა კარგად გაერკვა პროფესიულ წვრილმანებში, 24 წლის პიერ ერმე Fauchon-ის სახლის მთავარი კონდიტერი ხდება. ის იქ 11 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა 35 ადამიანისგან შემდგარ გუნდს. ერმე იმ პერიოდში ხშირად მოგზაურობდა საკონდიტრო გამოფენებზე. 1987 წელს მან Gault et Millau-ს პრიზი მიიღო საუკეთესო შოკოლადის ტორტისთვის, ასევე მიღებული აქვს “შოკოლადის აკადემიის“ ოქროს მედალი, ხოლო შოკოლადის მოყვარულთა კლუბმა იგი საფრანგეთის საუკეთესო “მეშოკოლადეთა” ათეულში შეიყვანა.

პიერ ერმე პროფესიული მიზნებით ხშირად მოგზაურობდა იაპონიაში და პირველი საკონდიტრო მაღაზიაც სწორედ ტოკიოში გახსნა. ამას მოჰყვა მაღაზიები პარიზსა და ნიუ-იორკში, აქვს ინტერნეტ მაღაზიაც. ამასთან ერთად, საფრანგეთსა და ამერიკაში ერმემ გამოსცა წიგნების სერია საკონდიტრო ხელოვნების შესახებ.

პიერ ერმეს ხშირად მოიხსენებენ ისეთი ხმამაღალი ტიტულებით, როგორებიცაა: “კონდიტერი–პროვოკატორი”, “გემოს არქიტექტორი”, “სამზარეულოს იმპერატორი” და სხვა. იგი არა მარტო კლასიკურ ფრანგულ რეცეპტებს იყენებს, არამედ ქმნის საკუთარ, აქამდე არნახულ დესერტებს. ერმეს საკონდიტროები გვთავაზობს ამ სფეროსათვის არატიპური გემოების უჩვეულო შეხამებას, ერთ დესერტში, შესაძლოა, ერთდროულად იგრძნოთ ტკბილი და მწარე, მომჟავო და სანელებლების არომატიც.

Haute Cuisine წყლის წვეთივით ჰგავს Haute Couture-ს, ამიტომაც, ყოველ წელს, ერმეს საკონდიტრო სახლი ორ კოლექციას უშვებს: გაზაფხული-ზაფხულის და შემოდგომა-ზამთრის. თითოეული მათგანი ეძღვნება განსაკუთრებულ თემას და საკუთარი სახელიც გააჩნია.
2005 წელს პიერ ერმემ საკონდიტრო ხელოვნების შემსწავლელი სკოლა l’Atelier de Formation à la Haute Pâtisserie Pierre Hermé დააარსა, სადაც კონდიტერების მომავალ თაობას ზრდის.

This entry was posted in ცნობილი მზარეულები and tagged , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s