ხაჭოს პასკა

ხაჭოს პასკა გემრიელი, სასარგებლო და მარტივი დესერტია.  მას, როგორც წესი, სააღდგომოდ ამზადებენ ხოლმე.

მასალა:

1 კგ ხაჭო
5 კვერცხის გული
200 გრ კარაქი
300 გრ შაქარი
250 გრ ცუკატები და თხილეული
(ქიშმიში, ნუში, ნიგოზი, გარგარის ჩირი, დატეხილი შოკოლადი)
1 შეკვრა ვანილი

მომზადება:

დავჭრათ თხილეული და გარგარის ჩირი.ქიშმიში გავრეცხოთ და საწურზე გადავიტანოთ,  რომ დაიწრიტოს.ხაჭო გავატაროთ საცერში – ეს ძალიან მნიშვნელოვანია და არ დაგეზაროთ.  საცერი ან წვრილბადიანი საწური მოათავსეთ თასზე,დაყარეთ თითო მუჭა ხაჭო და სუფრის  კოვზის საშუალებით გასრისეთ. გატარებული ხაჭო უფრო ფუმფულა და ჰაეროვანია, დესერტიც უკეთესი გამოდის. ხაჭოს დაუმატეთ კვერცხის გულები და  შაქარი, კარგად ათქვიფეთ.დაუმატეთ დარბილებული კარაქი და ვანილი. ბოლოს უნდა  დაუმატოთ ცუკატები, თხილეული და კარგად მოურიოთ.  ავიღოთ დოლბანდის განიერი ნაჭერი, გადავკეცოთ ორად, დავასველოთ და  კარგად გავწუროთ. დოლბანდი ჩავაფინოთ ნახვრეტებიან ჯამში ან საწურში, რომელიც,  თავის მხრივ, თასზე უნდა იყოს დამაგრებული, რათა დაწრეტილი სითხე  იქ მოგროვდეს. მიღებული მასა გადავიტანოთ დოლბანდზე, ხელით გავასწოროთ,  დოლბანდის კიდეები ზემოდან გადმოვაფაროთ. დავადოთ შესაბამისი ზომის თეფში  და ზედ რამე სიმძიმე (მაგ. სავსე ქილა) მოვათავსოთ. ამის შემდეგ ხაჭოს პასკა უნდა შევდგათ მაცივარში მინიმუმ 12 საათის განმავლობაში. ამ დროის გასვლის შემდეგ პასკას განიერ თეფშზე ამოვატრიალებთ, მოვრთავთ  სასურველი დიზაინის მიხედვით და ტორტივით დავჭრით.  ხაჭოს პასკას სააღდგომო პასკის ნაჭრებზე უსვამენ ხოლმე ან ცალკე მიირთმევენ.

This entry was posted in დესერტი and tagged , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s