ჯულია ჩაილდი – ამერიკული კულინარიის ბებია


ამერიკელი გურმანი, მზარეული, ავტორი, ტელეწამყვანი ჯულია ჩაილდი (1912–2004), დაბადებით ჯულია მაკუილიამსი, არის ადამიანი, რომელმაც ფრანგული სამზარეულო და კერძების მომზადების ტექნიკა გააცნო ამერიკელებს მისი რეცეპტების წიგნებისა და სატელევიზიო პროგრამების მეშვეობით. ჯულია ჩაილდმა მოახერხა და კულინარიით დააინტერესა ასიათასობით ამერიკელი დიასახლისი, თუმცა მანამდე მისი ცხოვრება სულ სხვანაირად მიედინებოდა – ის დაზვერვის აგენტი გახლდათ 

ჯულია ჩაილდი დაიბადა კალიფორნიაში, ჯონ და ჯულია მაკუილიამსების ოჯახში, პასადენას კონსერვატიულ, მდიდარ უბანში. კოლეჯის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სარეკლამო სააგენტოში, წერდა პუბლიკაციებს ადგილობრივი გამოცემებისთვის, მსახურობდა წითელ ჯვარში და ა.შ. 1941 წელს, მას შემდეგ, რაც სიმაღლის გამო (185 სმ.) აშშ საზღვაო ფლოტში სამსახურისთვის დაიწუნეს, ჯულია სტრატეგიული სამსახურების ოფისში (Office of Strategic Serviceს) იწყებს მუშაობას. მის სახელს უკავშირდება ერთი ფრიად მნიშვნელოვანი გამოგონება – მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელთა წყალქვეშა ნავების გასანადგურებლად წყლის სიღრმეში დამონტაჟებულ ბომბებს ხშირად ზვიგენები ეჯახებოდნენ ხოლმე და აფეთქებდნენ. ჯულია ჩაილდმა შეიმუშავა ქიმიური ნაერთის ფორმულა, ე.წ. ზვიგენების შხამი, რომელსაც ბომბების ზედაპირს უსვამდნენ. შედეგად, ზვიგენები ბომბებს ვეღარ ეკარებოდნენ და გერმანელთა არაერთი წყალქვეშა ნავი ჩაიძირა.
დაზვერვაში მუშაობის პერიოდში, კუნძულ ცეილონზე (შრი-ლანკა) მივლინებისას გაიცნო ჯულიამ მომავალი მეუღლე პოლ ჩაილდი. მათ სხვადასხვა ქვეყნებში უწევდათ ცხოვრება და სწორედ მაშინ აღმოაჩინა ჯულიამ, რომ გარდა შემწვარი ინდაურისა და გოგრის ნამცხვრისა, რასაც ტრადიციულად ამზადებენ ხოლმე ამერიკელები მადლიერების დღის აღსანიშნავად, უამრავი საინტერესო და ეგზოტიკური საჭმელი არსებობს. შემდეგ პოლ ჩაილდი პარიზში გადაიყვანეს სამუშაოდ, სწორედ აქ მიეცა ჯულიას თავისი კულინარიული ნიჭის გამოვლენის შანსი. იგი სახელგანთქმულ კულინარიულ სკოლა Le Cordon Bleu-ში ჩაეწერა და მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლის პირობაზე უკვე საკმაოდ ასაკოვანი იყო, ყველა წინააღმდეგობა გადალახა და წარმატებით აითვისა კულინარიული ხელოვნების საიდუმლოებანი. მოგვიანებით მან თავის ორ თანამოაზრესთან ერთად პარიზში თვითონ გახსნა კულინარიული კურსები ამერიკელთათვის, რომელსაც სამი გურმანის სკოლა უწოდა და საკმაო პოპულარობაც მოიპოვა. სკოლაში დილიდან შუადღემდე ამზადებდნენ სადილებს, შემდეგ კი ყველანი ერთად გემრიელად მოულხენდნენ ხოლმე.

ჯულია ჩაილდი არ აღიარებდა არანაირ დიეტას და ამბობდა – ,,მე დიეტაზე ვარ მანამ, სანამ ბიფშტექსი მომზადდებაო”. 1961 წელს ჯულია ჩაილდმა თანამოაზრეებთან _ სიმონ ბეკთან და ლუზეტ ბერტოლდთან ერთად დააგვირგვინა რვაწლიანი შრომა და გამოსცა 850 გვერდიანი კრებული ,,ფრანგული კულინარიის ხელოვნება”, რომელმაც აღაფრთოვანა ამერიკელები. წიგნი იმდენად პოპულარული გახდა, რომ ჯულია ჩაილდის პორტრეტი ჟურნალ ,,თაიმსის” გარეკანზეც კი დაბეჭდეს.

1963 წელს შედგა ჯულია ჩაილდის სატელევიზიო პრემიერა – იგი მანამდე უპრეცედენტო კულინარიული გადაცემით The French Chef (ფრანგი მზარეული) წარსდგა მილიონობით ამერიკელი ტელემაყურებლის წინაშე. ჯულიამ იმ ასაკში დაიწყო გადაცემის კეთება, როდესაც ზოგი ტელეწამყვანი კარიერას ამთავრებს – ის იმ დროისთვის 52 წლის გახლდათ და გადაცემას თითქმის ოთხი ათეული წლის განმავლობაში უძღვებოდა. ჯულია ჩაილდმა შეძლო დაერწმუნებინა ამერიკელები იმაში, რომ კულინარია – ეს ხელოვნებაა, მზარეულობა კი _ დიდი სიამოვნება და რომ ყველაზე უბრალო დიასახლისსაც კი შეუძლია თავის პატარა სამზარეულოში ნამდვილი ჯადოქრობა ჩაიდინოს და კულინარიული შედევრები შექმნას.

ჯულია ჩაილდის სამზარეულო

ჯულია ჩაილდი 2004 წელს, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სამზარეულო დღეს მუზეუმადაა ქცეული და უამრავ დამთვალიერებელს მასპინძლობს. ამ ლეგენდარული პიროვნების შესახებ გასულ წელს რეჟისორმა ნორა ეფრონმა ფილმიც გადაიღო, რომელსაც ,,ჯული და ჯულია” ჰქვია და ცნობილი კულინარის როლს ასევე ლეგენდარული მერილ სტრიპი ასრულებს.

About these ads
This entry was posted in ცნობილი მზარეულები and tagged , . Bookmark the permalink.

One Response to ჯულია ჩაილდი – ამერიკული კულინარიის ბებია

  1. Agasfer says:

    როგორ მიყვარს ეს ქალი <3
    დაზღვევის აგენტი რომ იყო, არ ვიცოდი.
    აშმაკი ჩაილდი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s