გუფთა ბერძნულად

ეს მარტივი და გემრიელი წვნიანი ლიმონისა და კვერცხის სოუსით მზადდება, რაც კერძს სასიამოვნო, მომჟავო გემოს ანიჭებს.

მასალა:
საქონლის ფარში 500 გ
ბრინჯი 1/2 ჩ.ჭ.
1 პატარა თავი ხახვი
2 კვერცხი
1 ლიმონი
1 კონა ქინძი
მარილი

მომზადება:
ფარშს დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ქინძი, მარილი, ბრინჯი. კვერცხები გავტეხოთ, გული და ცილა გავაცალკევოთ. ცილა დავუმატოთ ფარშს. დავდგათ ქვაბით წყალი ასადუღებლად. რომ ადუღდება, ჩავყაროთ შიგ თანაბარი ზომის ფარშის ბურთულები. ცალკე თასში კვეცხის გულს შევურიოთ 3-4 ს.კ. ლიმონის წვენი. შემდეგ ქვაბიდან 1-2 საწვნე მდუღარე ბულიონი დავუმატოთ და მოვურიოთ. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ ქვაბში ჩასხმისას კვერცხი არ აიჭრას. გუფთები რომ მოიხარშება, ქვაბში ლიმონიან-კვერცხიანი სოუსი დავამატოთ და კიდევ ორი წუთით დავტოვოთ ცეცხლზე. წვნიანს გემოვნებით მოვაყაროთ მარილი, დავამატოთ ცოტაოდენი დაჭრილი ქინძი და თუ უფრო მომჟავო გვინდა, ლიმონის წვენი.

About these ads
This entry was posted in წვნიანები and tagged , , , , . Bookmark the permalink.

One Response to გუფთა ბერძნულად

  1. ahaa, mzareulobas viwyeeb, tu gavsuqdi tqveni brali iqnebaa :D kidev dadet ra receptebii, beeevrii receptii

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s